პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 14 მარტს, 12 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა დაინიშნა, სადაც ქვეყნის მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებზე მოხსენებით პრეზიდენტი გამოვა.
გამოსვლის დასრულების შემდეგ კი პარლამენტის ტრიბუნას ფრაქციათა თავმჯდომარეები დაიკავებენ. სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ასევე პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებს მიეცემათ. ფრაქციათა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეების სიტყვით გამოსვლისათვის 10-10 წუთია განსაზღვრული.
პარლამენტის წევრები განსაკუთრებით ინტერესდებიან ბოლო პერიოდში პრეზიდენტის ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებითა და იმის შესახებ თუ რას ფიქრობს სალომე ზურაბიშვილი საქართვლოს დასავლურ პერსპექტივებსა და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებთან დაკავშირებით.პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს. ამის შემდეგ პლენარული სხდომა დაიხურება.