ოკუპანტებმა უკრაინელი სამბისტი და მისი ოჯახი იმსხვერპლეს

09 მარტი 2022, 12:04 721 ნახვა

უკრაინის ქალაქ სუმზე განხორციელებულ ავიადარტყმებს უკრაინელი სპორტსმენისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე ემსხვერპლა.

სუმში მცხოვრებმა მწვრთნელმა, ევგენი ლეონენკომ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ უკრაინის მრავალგზის ჩემპიონი სამბისტი არტიომ პრიიმენკო და მისი ოჯახის ყველა წევრი დაღუპულთა შორის არიან.

სპორტსმენთან ერთად მისი მამა, დედა, ბებია და ორი პატარა ძმა, იგორი და კირილი დაიღუპნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი