ლარი ყოველდღიურად უფასურდება. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში თითქმის 50 თეთრით გაუფასურდა.
ეკონომისტები ლარის გამყარებას უახლოეს პერიოდში არ პროგნოზირებენ და იმ მიზეზებზე საუბრობენ, რამაც ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოიწვია.
ეკონომიკის სპეციალისტები ეროვნულ ბანკს გარკვეული რეგულაციების შემოღებას ურჩევენ.