ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

08 მარტი 2022, 18:29 1075 ნახვა

თურქეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა და მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის თურქულ მოდელს გაეცნო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მედიკამენტების თურქული ბაზრის გახსნაზე ისაუბრეს, ყურადღება გამახვილდა მედიკამენტების ფასის რეგულირების მექანიზმებზე. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ თურქეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები მკაცრად გაკონტროლდება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი თურქეთის ჯანდაცვის სისტემის მუშაობის სპეციფიკაციასაც გაეცნო. დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოშიც, სადაც ქართველი პაციენტების თურქეთის რესპუბლიკაში მკურნალობის საკითხებს განიხილავენ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი