მსოფლიო ხელბურთელის ფედერაციამ რუსეთს და ბელარუსს სანქციები დაუწესა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის და ბელარუსის ნაკრებები, კლუბები და მსაჯები მოკვეთილი იქნებიან ყველა საერთაშორისო ტურნირიდან რომელიც მსოფლიოს ხელბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
ევროპის ხელბურთის ფედერაციამ აგრესორ ქვეყანებს მსგავსი სანქციები უფრო ადრე 1 მარტს დაუწესა.
ამჯერად რუსები და ბელარუსები მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერი საერთაშორისო ტურნირიდან არიან დისკვალიფიცირებულნი.