გაუფასურებული ეროვნული ვალუტა

07 მარტი 2022, 11:01 4457 ნახვა
00:00
00:00

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ დაეცა. ერთი დოლარის შეძენას 3 ლარად და 45 თეთრად შეძლებთ, გაყიდვის ფასი კი დაახლოებით 3.36 მეასედია.

სავალუტო ჯიხურებში აცხადებენ, რომ მკვეთრი ცვლილება რამდენიმე საათის განმავლობაშიც ფიქსირდება. ისინი ამის მიზეზად მსოფლიოში შექმნილ ვითარებას და საფინანსო ორგანიზაციებისა თუ ბანკების მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქცევას ასახელებენ.

მათი ინფორმაციით, საქართველოში გაზრდილია რუსული რუბლის შემოდინებაც.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში