სანქციები რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ

04 მარტი 2022, 20:26 948 ნახვა

დიდი ბრიტანეთის ვიცეპრემიერი, დომენიკ რააბი ამბობს, რომ ის მხარს დაუჭერს რუსი ოლიგარქებისთვის სახლების ჩამორთმევას და იქ უკრაინელი ლტოლვილების შესახლებას.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ასეთი უძრავი ქონების გამოყენებას უკრაინელი ლტოლვილების განსათავსებლად, რააბი პასუხობს - "დიახ, აბსოლუტურად. ჩვენ ყველაფერს ყოვლისმომცველად განვიხილავთ".

მისი თქმით, ბრიტანეთი რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაციას მოახდენს თუ ამის სამართლებრივი საფუძვლები არსებობს.

"თუ ჩვენ არ გვექნება შესაბამისი მტკიცებულება და სამართლებრივი საფუძველი, ჩვენ ამას გავაკეთებთ,“- განაცხადა რააბმა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 3 მარტს კიდევ ორ რუს ოლიგარქს ალიშერ უსმანოვს და იგორ შუვალოვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 

სანქციები დააწესა უკრაინის პარლამენტმაც - "რადამ“, მიიღო კანონი, რომლის ძალით იძულებით ჩამოერთმევათ საკუთრების ქონის უფლება რუსეთს და მის მოქალაქეებს ამ ქვეყანაში.

დოკუმენტი ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის იურიდიული პირების საკუთრების და ფინანსების ნაციონალიზაციას. ქონების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭო მთავრობის მოთხოვნის შესაბამისად.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ თეთრმა სახლმა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის,19 რუსი ოლიგარქისა და მათი ოჯახების წევრების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი