კანონი ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციასა და ეთნიკური შუღლის გაღვივების შესახებ მკაცრდება. გადაწვეტილება რამდენიმე წუთის წინ ქართული ოცნების თავმჯდომარემ გაახმოვანა და მიზეზებიც განმარტა. აცხადებს, რომ საქართველოში დაწყებულია რუსების მიმართ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და კონკრეტული მაგალითებიც. რომ მაგალითად უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კერძო კომპანიები რუსი ეროვნების მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან, ან მომსახურების მისაღებად დისკრიმინაციულ დათქმებს უწესებენ.