წადი ჩემი ქვეყნიდან - არ გინდა ეხლა წასვლა დაჯექი მოლაპარაკების მაგიდასთან - ზელენსკი პუტინს მიმართავს

03 მარტი 2022, 20:20 1045 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალურ ბრიფინგზე, პრეზიდენტ პუტინს მიმართა და შესთავაზა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.

„წადი ჩვენი მიწიდან! თუ ახლა წასვლა არ გინდა, ჩემთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯექი. მე თავისუფალი ვარ. დაჯექი ჩემთან, ოღონდ არა ოცდაათ მეტრში როგორც მაკრონთან, შოლცთან და ა.შ. მე ხომ მეზობელი ვარ, არ არის საჭირო ოცდაათ მეტრზე. მე არ ვიკბინები, ნორმალური კაცი ვარ. დაჯექი ჩემთან, დამელაპარაკე. ჩვენ არავის ვემუქრებით. ჩვენ არ ვართ ტერორისტები, არ ვიტაცებთ ბანკებს და არ ვიტაცებთ სხვის მიწებს" - მიმართავს ზელენსკი პუტინს.

ცოტა ხნის წინ დაიწყო რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებების პროცესი.

მოლაპარაკებებზე გადაღებულ ფოტოებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე ავრცელებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი