აქციაზე დაკავებულების სასამართლო

03 მარტი 2022, 18:32 963 ნახვა

სამი საათია ბათუმის საქალაქო სასამართლოში 1 მარტს აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელსი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე  ხათუნა ბოლვაძე განიხილავს. ირაკლი კუპრაძის და ლევან გორგილაძის საქმეზე სხდომა  მათივე მოთხოვნით გადაიდო. ხოლო მამუკა შამილაძე  მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. ირაკლი კუპრაძის  და ლევან გორგილაძის განცხადებით, 2 დღე გაატარეს  იზოლატორში,  მათი ინფორმაციით,  იზოლატორში ზარების განხორციელების, სახალხო დამცველის წარმომადენელთან შეხვედრის, ასევე უფლებების გაცნობის  შესაძლებლობა არ მიეცათ და არც საქმის მასალები გადაეცათ, რის გამოც სხდომის გადადება მოითხოვეს. რაც შეეხება  მამუკა შამილიშვილს, ოქმის შემდგენი მხარე განმარტავდა, რომ  დაკავების საფუძველი იყო  ის, რომ  თავშეყრის ადგილას არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, აგინებდა მთავრობას და პოლიციას,   შამილიშვილი ირწმუნება, რომ  აქციის დღეს მთავრობის ადმინსტრაციაში განცხადების დასატოვებლად მივიდა. სასამართლომ  დღეს კიდევ 5 დაკავებულის საქმე უნდა განიხილოს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში