პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის წლიური ანგარიშით გამოსვლასთან დაკავშირებით შესაძლოა, საკანონმდებლო ორგანოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კონსულტაციები გაიმართოს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, პარლამენტში სხდომის მოწვევის თაობაზე განცხადება არ გაკეთებულა.
მისივე განმარტებით, ამ საკითხზე ალბათ დამატებითი კონსულტაციები იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტს შორის. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ აცნობა საქართველოს პარლამენტს სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანოში წლიური მოხსენებით 5 მარტს წარდგეს.