აქციაზე დაკავებულები ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან

03 მარტი 2022, 10:01 750 ნახვა

აქცია აჭარის მთავარ სამმართველოსთან. შეკრებილები გუშინ გვიან ღამით აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა და 8 პირს ხელწერილის საფუძველზე არ ათავისუფლებენ.

აჭარის სამმართველოსთან ასევე იმყოფებოდა დაკავებულების ადვოკატი, საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარე.  პაატა დიასამიძე განმარტავს, რომ  ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს ვადა 24 საათით გაუგრძელეს, რის საფუძვლებიც არ არსებობდა. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის სახლთან მოქალაქეები, აქტივისტები და პოლიტიკოსები უკრაინაში რუსეთის აგრესიას და ამ პროცესებისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას აპროტესტებდნენ. რამდენიმე 8 პირის დაკავება პუტინის მისამართით გინებას მოჰყვა. მათი სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი