საგაზაფხულო სალონი – ტრადიციული გამოფენა გაიხსნა დღეს ბათუმის ხელოვნების მუზეუმში. ამ გამოფენით ხელოვანები უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ. გამოფენაზე ქართველ მხატვრებთან ერთად წარმოდგენილია სამი უკრაინელი მხატვრის ნამუშევარი. მსურველებს ‘’საგაზაფხულო სალონის’’ დათვალიერება 25 მარტამდე შეეძლებათ.