ბათუმში მთავრობის სახლთან აქციაზე დაკავებული პირების საქმეზე სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ ჩანიშნულა. საქმეში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სახალხო დამცველის წარმომადგენელია ჩართული.
პაატა დიასამიძის განცხადებით, სამართალდამცველები სადამსჯელო მექანიზმს იყენებენ 48 საათიან დროს, მისი თქმით, ვიდეომასალების დათვალიერების მიხედვით, დაკავებულებს კანონი არ დაურღვევიათ.
საიას იურისტის განცხადებით, ერთ-ერთ დაკავებულს აღენიშნება დაზიანებები, რომელიც სავარაუდოდ დაკავების დროს მიიღო. აქციის 8 მონაწილე გუშინ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ისინი გუშინვე ქობულეთში გადაიყვანეს. ხმაური აქციაზე რამდენიმე საათი გაგრძელდა.
მოქალაქეები, აქტივისტები და პოლიტიკოსები უკრაინაში რუსეთის აგრესიას და ამ პროცესებისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას აპროტესტებდნენ. დაკავებების პროცესი კი პუტინის მისამართით გინებას მოჰყვა.