სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლებითაც ის მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას საკანონმდებლო ორგანოში შეფასებების საგანია.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდისა და სალომე ზურაბიშვილის მკვეთრად განსხვავებული პოზიციები შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, იმაზე მიანიშნებს, რომ პრეზიდენტსა და უმრავლესობის წევრებს შორის არსებობს დაპირისპირება.