უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია

01 მარტი 2022, 19:52 1059 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ელჩი საქართველოდან კონსულტაციებისთვის გაიწვია - ამ პოზიციას ორი საკვანძო საბაბით ხსნიან საელჩოში. პირველი : მთავრობის პოზიცია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში ჩაურთველობა და მეორე, უკრაინაში ჯარის დასახმარებლად მოხალისეებისთვის ხელის შეშლა. ამასთანავე, უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ქართულ მხარესა და ქართველ ხალხს მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. უკრიანის პრეზიდენტის გადაწყვეტილება დღეს, შეფასებების მთავარი თემაა საქართველოში. ხელისუფლება ვლადიმერ ზელენსკის პოზიციას გაუმართლებელს უწოდებს, იმ ფონზე, როცა საქართველომ გასული დღეების განმავოლობაში გააკეთა. ასევე,როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, არავის უნდა დაავიწყდეს,რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ოკუპანტი ქვეყნის ჯარი დგას ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალთან. ამ ფაქტორის გათვალისწინებით კი, ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა გზა აირჩიოს. მამუკა მდინარაძის თქმით, ხალხის აზრი არის ის, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას ისეთ ომში, სადაც წინასწარ გეცოდინება ყველაფერი, მაშინ ყველა დანარჩენში ვართ მართლები. ქართული ოპოზიცია კი თვლის, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის ევროინტეგრაციას შეაფერზებს, რაზეც პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას ეკისრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში