ლონდა თოლორაიას სარჩელი

01 მარტი 2022, 14:07 1065 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლო  ლონდა თოლორაიას სარჩელს განიხილავს, თუმცა პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა  მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ნორმების შეჩერების შესახებ.

საუბარია იმ ნორმებზე, რომლის მიხედვითაც სახელიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს შეუჩერდა უფლებამოსილება ვადაზე ადრე და შეიქმნა ორი ახალი სამსახური - პერსონალურ მონაცემთა დაცვის  და  სპეციალური საგამოძიებო სამსახურები.

სასამართლომ განმარტა, რომ  მოსარჩელე მხარემ  ვერ დაასაბუთა თუ რატომ იწვევდა სადაო ნორმები  გამოუსწორებელ შედეგს. განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა  პირველი კოლეგიის ერთ-ერთმა წევრმა. გიორგი კვერენჩხილაძის აზრით,  საკონსტიტუციო სასამართლოს  უნდა შეეჩერებინა სადავო ნორმების მოქმედება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ახალგაზრდა იურისტა ასოციაციაში აცხადებენ, რომ დავა აზრს კარგავს, რადგან  სასამართლომ ხელოვნურად გააჭიანურა საქმის  გახილვის დაწყება და სადავო ნორმების შეჩერების საკითხი სახელმწიფო ინპექტორის სამსახურის გაუქმებამდე და ორი ახალი სამსახურის ამოქმედებადე  ერთი დღის ადრე დაიწყო.

საიაში მიაჩნიათ, რომ ეს გადაწვეტილება არ არის დასაბუთებული და ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში