სოციალური პროგრამები მრავალშვილიანებისთვის

11 მაისი 2016, 00:00 4748 ნახვა

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების  ხელშეწყობის პროგრამას იანვრიდან ახალი კომპონენტი დაემატა. მთის კანონის ამოქმედების შემდგომ, სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას ახალშობილის მშობლები ღებულობენ. მათ ვისაც მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრებლის სტატუსი აქვს, პირველი და მეორე შვილის დაბადებისას ასს, მესამე და მომდევნო შვილებზე კი 200 ლარს, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ. მიზნობრივ პროგრამაში ჩასართავად,  ოჯახმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივ განყოფილებას უნდა მიმართოს. სააგენტოს მონაცემებით, აჭარაში ამ დროსითვის 170 ოჯახია პროექტში ჩართული. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში