დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს სპეციალური ბრიფინგით ეკონომისტები ეხმაურებიან. ვახტანგ ჭარაიას თქმით, არსებული სანქციები რუსეთსა და მსოფლიოს, მათ შორის საქართველოსაც მნიშვნელოვან დარტყმას მოუტანს. მისივე განცხადებით, საქართველო უკვე განიცდის თავისი მცირე ეკონიმიკის ფონზე ზიანს- ვითიბი ბანკის მუშაობის შეჩერებით.
ეკონომისტი ამბობს, რომ დაწესებული სანქციებისთვის რუსეთის ხელისუფლება მზად იყო, თუმცა არა რუსი ხალხი. იქ უკვე დაიწყო რუბლის გაუფასურება, რიგები დგას ბანკომატებთან. იმის მიუხედავად, რომ სანქციების უარყოფითი გავლენა საქართველოსაც შეეხება, ვახტანგ ჭარაია ფიქრობს, რომ რუსეთის შესუსტებით საქართველო სარგებელს მიიღებს.