უკრაინას სოლიდარობას უცხადებს „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, საქართველო არის ათასობით ახალგაზრდა, ვინც გუშინ თბილისის ქუჩები გაავსო და პრემიერის განცხადების გამო უკრაინელებს ბოდიში მოუხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, პუტინმა უკრაინისგან და საქართველოსგან მოითხოვა უარი ეთქვა ნათელ და დაცულ მომავალზე.