ჩემპიონთა ლიგის 2022 წლის ფინალი რუსეთში აღარ გაიმართება. ფინალს სანკტ-პეტერბურგის ნაცვლად 28 მაისს პარიზი უმასპინძლებს. გადაწყვეტილება UEFA-მ ცოტა ხნის წინ მიიღო.
„უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა 2021/22 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგიდან პარიზში, Stade de France-ზე გადაიტანოს. თამაში როგორც დაგეგმილი იყო შაბათს, 28 მაისს, 21:00 საათზე ჩატარდება“, - აღნიშნულია UEFA-ს განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგიდან ჩემპიონთა ლიგის ფინალის გადატანას მოითხოვა.