საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში - ღარიბაშვილი

25 თებერვალი 2022, 12:32 2852 ნახვა

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არ დაუწესებს.

''მე არაფერს გავაკეთებ, არცერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს.

შესაბამისად ჩვენ გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას. ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს ვგულისხმობ. მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას.

მე როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, ვიხელმძღვანელებ მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით'' - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი