საკონსტიტუციო კომისია თვის ბოლომდე შეიკრიბება. უახლოეს დღეებში მმართველი გუნდი იმ 23 ადამიანის ვინაობას დაასახელებს, რომლებიც კომისიის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას. ჩაერთვება თუ არა საპარლამენტო უმცირესობა კომისიის მუშაობაში ამ დღეებში გადაწყდება. პროცესში აღამასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წევრებთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტებიც უნდა ჩაერთონ, გათვალისწინებულია ასევ არასაპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობა. კვოტის მიხედვით, ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო კომისიაში 23 წევრი, ნაციონალურ მოძრაობას 8, ხოლო პატრიოტთა ალიანს 2 წევრი ეყოლება.