ომი არ უნდა იყოს, ხალხი არ უნდა იღუპებოდეს - შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები უკრაინის მოვლენებზე

25 თებერვალი 2022, 10:37 1598 ნახვა

რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში ომის გამოცხადებას და  სა­რა­კე­ტო იე­რი­შებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. 

ვა­ლე­რი მე­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ის რაც დღეს ხდე­ბა, მი­უ­ღე­ბე­ლია.

ვა­ლე­რი მე­ლა­ძე:

"დღეს მოხ­და ის, რაც არა­სო­დეს და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო. ის­ტო­რია რო­დის­მე გან­სჯის და თა­ვის ად­გილ­ზე და­ა­ყე­ნებს. მაგ­რამ, მინ­და, დღეს გთხო­ვოთ, გეხ­ვე­წე­ბით, შე­წყვი­ტეთ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი და დას­ხე­დით მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან. ხალ­ხს უნდა შე­ეძ­ლოს შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა. ამის­თვის გვაქვს ენა და ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ხალ­ხი არ უნდა იღუ­პე­ბო­დეს, ეს უნდა შე­წყდეს"- ამბობს ვალერი მელაძე.

უკრაინაზე თავდასხმებს ეხმაურება თეონა კონტრიძეც.

"ყვე­ლა ხუმ­რო­ბა დას­რულ­და... უკ­რა­ი­ნას­თან ომი და­ი­წყო. დი­ლის 7 სა­ა­თი­დან ვტი­რი. მე­ში­ნია... ჩემი სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი მე­გობ­რე­ბი კი­ე­ვი­დან, ოდე­სი­დან, ლვო­ვი­დან, დნიპ­რო­დან, ხარ­კო­ვი­დან, ივა­ნო-ფრან­კოვ­სკი­დან, ჩერ­ნივ­ცი­ი­დან, ზა­პო­რო­ჟი­ე­დან, პოლ­ტა­ვა­დან... ბევ­რი მყავს, ვაღ­მერ­თებ და არც ერთი ძალა არ მა­ი­ძუ­ლებს თქვენ მტრე­ბად აღ­გიქ­ვათ.

თქვენ ჩემი მე­გობ­რე­ბი ხართ და იქ­ნე­ბით, არ მაქვს ძალა რომ ვთქვა, ქარ­თუ­ლი სა­დღეგ­რძე­ლო... ჯო­ბია, წმინ­და ნი­კო­ლოზ საკ­ვირ­ველ­მოქ­მე­დის ხატს მივ­მარ­თო და ძმა­თამ­კვლე­ლი ომის შე­წყვე­ტა ვეხ­ვე­წო. უნდა ვიჯ­დე მოს­კო­ვის ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე და და­ვე­ლო­დო ამ სი­გი­ჟის და­სას­რულს. სა­ში­ნე­ლე­ბაა!"-წერს თეონა კონტრიძე.

რუსეთს ფედერაციის მიერ 24 თებერვალს დაწყებულ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, არაერთი ცნობილი რუსი ვარსკვლავიც გამოეხმაურა.

"დილიდან უკრაინელ ნათესავებთან და მეგობრებთან მაქვს ურთიერთობა!

სიტყვებით ვერ გამოვხატავ რას ვგრძნობ!  როგორ შეიძლება ეს ყველაფერი!

ომის გამართლება არ შეიძლება! არავითარი ომი!" - წერს ტელეწამყვანი მაქსიმ გალკინი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი