რუსებმა ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგური დაიკავეს - უკრაინული მედია

24 თებერვალი 2022, 21:37 1091 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს.

„სასტიკი ბრძოლის შემდეგ ჩერნობილის სადგურზე კონტროლი დავკარგეთ. უცნობია ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგურის ობიექტების, ბირთვული ნარჩენების საწყობის მდგომარეობა. ამ მიმართულებით რუსეთის სრულიად უაზრო თავდასხმის შემდეგ, შეუძლებელია იმის თქვა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს საფრთხე არ ემუქრება. ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა ევროპისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა, მიხაილ პოდოლიაკმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი