ზურაბ ბატიაშვილის შეფასება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე

24 თებერვალი 2022, 10:50 580 ნახვა

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, თუ რუსეთი უკრაინაში იმას განახორციელებს, რაც ჩაფიქრებული აქვს მაშინ დანარჩენ ყოფილ რესპუბლიკებშიც შეეცდება გავლენის მოპოვებას და საქართველოს მიმართულებაც ერთ-ერთი აქტუალური თემა გახდება.

"ახლაა როდესაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, რუსეთს ამის არც თავი აქვს და არც საშუალება, მაგრამ თუ მას გამოუვიდა ის, რაც ჩაფიქრებული აქვს უკრაინაში, მაშინ რა თქმა უნდა იგი შეეცდება, დანარჩენ ყოფილ რესპუბლიკებზეც გავლენის მოპოვებას. ამ დროისთვის ეს საფრთხე არ დგას. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არ გამოუვა, მაგრამ თუ გამოუვიდა, მაშინ საქართველოს მიმართულებაც ერთ-ერთი აქტუალური თემა გახდება"- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

მისივე განცხადებით, კარგია რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეცვალა პოზიცია, უკრაინას პირდაპირ მხარი დაუჭირა და რუსეთი აგრესორად დაასახელა. 

"უფრო აქტიური უნდა იყოს ხელისუფლება, გაიტანოს საერთაშორისო არენაზე ის თემა, რომ რუსეთმა ეს აგრესიული ქმედებები დაიწყო საქართველოს ტერიტორიიდან. მცდელობა, რომ აღადგინოს იმპერია არის ორ ძირითადი ქვეყანა: უკრაინა და საქართველო რომელთა გარეშეც არ გამოვა ახალი იმპერიის შექმნა. სახელს არ აქვს მნიშვნელობა რა ერქმევა, არსი ერთი და იგივეა"-განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი