აქცია გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით

23 თებერვალი 2022, 14:03 1034 ნახვა

ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ  ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქობულეთის საკრებულოს წევრებმა აქცია გამართეს. ამბობენ, რომ გზის ეს მონაკვეთი, რომელიც სოფელ ლეღვას კვეთს, 6-თვეზე მეტია ამორტიზებულ მდგომარეობაშია.

აცხადებენ, რომ საავტომობილო გზაზე, შპს "ბონდი ჯგუფი" ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც ბათუმის საკრებულოში  ქართული ოცნების წევრის კომპანიაა, ოპოზიცია კორუფციულ გარიგებაზე მიუთითებს. 6-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია 2021 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულებულიყო.

ჩვენ დავუკავშირდით საავტომობილო გზების დეპარტამენტს და აჭარის მთავრობას და დამატებით ინფორმაციას მათგან ველოდებით.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი