სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების პრეზენტაცია ქედაში

23 თებერვალი 2022, 11:43 1369 ნახვა

ფერმერებს, მეწარმეებსა და ადგილობრივებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის” პროგრამა გააცნეს, რომლის დაფინანსება  მილიონ  415 ათას  783 ლარია და 270-ზე მეტი პროექტი უნდა დაფინანსდეს.  

უწყების ინფორმაციით, გაორმაგებულია „სოფლად მეწარმეობის განვითარების” ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა, ამ  პროგრამისთვის  კი გათვალისწინებულია 3 მილიონ 197 ათას 640 ლარი. პარალელურად ახალ პროგრამებს ახორციელებს აგროსერვისცენტრი.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, თითოეულ მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს პროექტების შედგენაში სამინისტროს წარმომადგენლები დაეხმარებიან.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში