ნიკოლოზ ბასილაშვილი პლანეტის საუკეთესო ოცეულში დაბრუნდა

21 თებერვალი 2022, 18:49 1742 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პლანეტის საუკეთესო ოცეულს დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა რომ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში დამარცხდა, მაინც 3 ადგილით დაწინაურდა და ახლა მე-19 ადგილზე იმყოფება.

29 წლის ქართველი უკვე არაბეთის გაერთიანებული საამიროებშია და დუბაის 500 ქულიან ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. თავდაპირველი წილისყრის თანახმად ნიკას მეტოქე ფელიქს ოჟე ალიასიმე უნდა ყოფილიყო, თუმცა კანადელი ტრამვის გამო შეჯიბრიდან მოხსნა.

დუბაის ტურნირის ძირითად ბადეში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით ავსტრალიელი ალექსეი პოპირინი მოხვდა, რომელიც ბასილაშვილის მოწინააღმდეგე იქნება.

ნიკა და 22 წლის ავსტრალიელი აქამდე ერთმანეთს ერთადერთხელ შეხვდნენ და ის დაპირისპირება ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

ბასილაშვილი - პოპირინის მატჩი 22 თებერვალს თბილისის დროით 17:00 საათზე არის ჩანიშნული. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პირველი ჩოგანი შემდეგ ეტაპზე გავა იქ უკვე გერმანელ იან-ლენარდ შტრუფსა და ლიეტუველ რიკარდას ბერანკისს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი