"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართავს. წერილი რუსულ ენაზეა დაწერილი. შესავალ სიტყვაში, ინაშვილი "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, განსაკუთრებული სიფრთხილით შეარჩიონ სიტყვები რუსეთსა და NATO-ზე საუბრისას. ამასთან წერია, რომ "საქართველო და უკრაინა არ უნდა შევიდნენ ნატოში, საქართველომ უნდა გამოაცხადოს სამხედრო ნეიტრალიტეტი. წერილს ხელს 54 ადამიანი აწერს. ციტატა: „ჩვენ სინანულით უნდა გაუწყოთ, რომ საქართველო არ არის თავისუფალი ქვეყანა, რასაც მოწმობს მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. საქართველოს მთავრობა, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, უთმობს ტერიტორიას ნატოს სამხედრო წვრთნებს, რაც სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის გამოწვევა. -აღნიშნულია მიმართვაში.