„მადლიერი ვარ ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას. არ ჩამოვთვლი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ მინდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს“. მოიაზრება თუ არა ზელნსკის ამ განცხადებაში საქართველო? - კითხვას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პასუხობს.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველო ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც უკრაინის მიმართ სოლიდარობა საპარლამენტო რეზოლუციის დონეზე გამოხატა. მისივე თქმით, სურვილი უკრაინაში ომის არდაშვებაა, თუმცა, მისი განცხადებით შესაძლოა შეუქცევადი ნეგატიური პროცესები მივიღოთ.