ძიუდოისტების წარმატება თელ-ავივის გრანდ სლემზე

20 თებერვალი 2022, 13:45 1100 ნახვა

გურამ თუშიშვილი თელ ავივის ძიუდოს გრანდ სლემის გამარჯვებულია. პლუს 100 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში თუშიშვილმა ბრაზილიელი რაფაელ სილვა დამატებით დროში 3 გაფრთხილების ხარჯზე დაამარცხა.

100 კგ წონით კატეგორიაში ტურნირზე დამაჯერებლად  იასპარეზა ახალგაზრდა ილია სულამანიძემ. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ნიდერლანდელი მიხაელ კორელი დაამარცხა და ოქროს მედალი დამსახურებულად მოიპოვა. თელ ავივის გრენდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ჯამში 3 მედლის მოიპოვება შეძლო.  

ცნობისთვის,  დღემდე თელ-ავივის გრანდ სლემზე საქართველოს ანგარიშზე მხოლოდ ერთი ვერცხლის მედალი იყო, რომელიც შეჯიბრზე ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში