შსს-მ ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული კაცი დააკავა. უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაჭრილი კაცები სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული და შესაბამისი დახმარება უტარდებათ.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. მიმდინარეობს გამოძიება.