საქართველოს ვიცე-პრემიერი სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას.
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. მათი განცხადებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ მჭიდრო კოორდინაციას, როგორც ორმხრივ, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში ურთიერთმხარდაჭერის და არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით.