დღეს 20 თებერვალს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი საქართველოს სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს.
სატიტულო შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი ბათუმის ''დინამო'' დავით ყიფიანის თასის გამარჯვებულს თბილისის ''საბურთალოს'' დაუპირისპირდება.
სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ფინალური შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით მატჩებზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება.
ორივე კლუბს სუპერთასის ტიტული ისტორიაში ერთადერთხელ აქვთ მოგებული.
ბათუმელებმა სუპერთასის აღმართვა შორეულ 1998 წლეს მოახერხეს, ხოლო ''საბურთალომ'' ეს ტიტული 2020 წელს მოიგო.
ამ კლუბებს შორის გამართული 20 შეხვედრიდან 7 შავიზღვისპირელებმა მოიგეს, 5 ფრედ დასრულდა, ხოლო 8-ჯერ დედაქალაქელების გამარჯვებით დასრულდა.