შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის და ჯანდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ. მთავრობის წევრები ენგურის ხიდთან მივიდნენ და რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდნენ. ვიზიტი, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ხარისხიან ჯანდაცვაზე წვდომის შემდგომი გაუმჯობესების კუთხით, ადგილზე არსებული მდგომარეობის გაცნობას ისახავდა მიზნად.