ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კატარში მიმდინარე ტურნირის ფინალშია.
ნიკამ დოჰას ტურნირის ნახევარფინალში ფრანგი არტურ რინდერკნეში ორ სეტში ანგარიშით 6:4, 6:2 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში.
ფინალში ბასილაშვილი რუსს კარენ ხაჩანოვსა და ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს შორის უმჯობეს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ქართველი დოჰას ტურნირის მოქმედი ჩემპიონია. 2021 წელს ნიკამ ფინალში ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი დაამარცხა.