სუს-ი არის მთავარი ქოლ -ცენტრი საქართველოში, ეს არის დანაშაულის მთავარი ადგილი -ეს განცხადება"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გააკეთა. ხაბეიშვილის ინფორმაციით, საქართველოში ტრანსნაციონალურ დანაშაულის, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე ივანიშვილის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები ევროპელი სამართალდამცავების მეშვეობით გატარდება.