ბათუმისა და თბილისის აეროპორტებში არადეკლარირებული 120 359,34 ლარი ხელბარგში აღმოაჩინეს 

18 თებერვალი 2022, 14:01 890 ნახვა

შემოსავლების სამსახურის  ინფორმაციით, ბათუმისა და თბილისის აეროპორტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს.

უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ყაზახეთისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, 46 300 დოლარი და 113 500 არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 120 359,34 ლარი შეადგინა.

''საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, (არადეკლარირებული თანხის 10 %-ის ოდენობით) 23 162,1 ლარი შეეფარდა'' - წერია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში