საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ პეკინში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ინდივიდუალურ შეჯიბრში მე-11 ადგილი დაიკავა.
პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე დასრულდა თავისუფალი პროგრამა ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შორის. მოკლე და თავისუფალი პროგრამების შედეგად ანასტასია ბუგანოვამ 200.98 ქულა დააგროვა.
გამარჯვება რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა ანა შერბაკოვამ მოიპოვა (255.95 ქულა).
ხვალ ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამას ლუკა ბერულავა და კარინა საფინა შეასრულებენ.