ვინ დაუჭერს მხარს რუსთავის მაჟორიტარად ბადრი ჯაფარიძეს, იქნება თუ არა ოპოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი, ეს "ლელოს" ოფისში კონსულტაციების დასრულების შემდეგ გაირკვევა. პარტიაში დღეს „დროას“ წევრებს ელოდებიან.
"ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არიან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ დააყენონ და მხარი ბადრი ჯაფარიძეს დაუჭირონ.
მმართველი გუნდის წევრები კი „ლელოს“ ერთერთ ლიდერს მათ კონკურენტად არ მოიაზრებენ.