კოლამდელი დაწესებულებებისთვის შუახევში ნახევარი მილიონი ლარია გათვალისწინებული.
მიმდინარე წელს დაგეგმილია ერთი საბავშვო ბაღისა და ორი ალტერნატიული ჯგუფის გახსნა, პარალელურად უნდა დასრულდეს და ექსპლოატაციაში შევიდეს ორი ახალი საბავშვო ბაღი ჯაბნიძეებსა და დღვანში, მათი მშენებლობა გასულ წელს დაიწყო.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჩანჩხალოსა და ბარათაულში საბავშო ბაღების ეზოების კეთილმოწყობა და ატრაქციონების განთავსება. შუახევში 13 საბავშვო ბაღი და 9 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს.