პარლამენტში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

17 თებერვალი 2022, 12:05 886 ნახვა

ინფლაცია, ქვეყნის ვალი და საინვესტიციო გარემო - ამ თემების ირგვლივ ოპოზიციის შეკითხვებზე პასუხების გაცემა საქართველოს ფინანსთა მინისტრს პარლამენტში მოუწევს.

თავდაპირველად ლაშა ხუციშვილი დეპუტატებს უწყების წლიურ ანგარიშს წარუდგენს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

პარლამენტი “მინისტრის საათის“ ფორმატში სულ ექვს მინისტრს მოუსმენს. მათგან პირველად პარლამენტში ფინანსთა მინისტრი მიდის.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი