რამდენიმეკვირიანი გამყარების ტენდენციის შემდეგ, ბოლო დღეებია ეროვნული ვალუტა წითელ ზონაში ისევ დაბრუნდა.
სავაჭრო ჯიხურებში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში 1 დოლარის ღირებულება სტაბილურად, დაახლოებით 3 ლარია.
მოსახლეობა ამბობს, რომ გაძვირებულია პროდუქტის ფასი. ამიტომ მათი მყიდველუნარიანობაც დაბალია.
აქცენტს აკეთებენ იმ ფაქტზე, რომ როცა ეროვნული ვალუტა მყარდება, ეს არ აისახება პროდუქტის ღირებულებაზე.
ეკონომიკური ექპპერტები ლარის კურსის ცვალებადობას უკრაინის ფაქტორსაც უკავშირებენ.