ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 8 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში ბასილაშვილმა შვედი ელიას იმერი ორ სეტში ანგარიშით 6:4, 7:5 დაამარცხა.
29 წლის ბასილაშვილს იმერის დასამარცხებლად 2 საათი და 3 წუთი დასჭირდა. დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზის მეტოქე 30 წლის უნგრელი მარტონ ფუქსოვიჩი იქნება.
ბასილაშვილი მსოფლიო კლასიფიკაციის 22-ე ჩოგანია, ხოლო ფუქსოვიჩი 36-ე ადგილს იკავებს. ქართულ უნგრული დაპირისპირება 18 თებერვალს თბილისის დროით 11:00 ზეა ჩანიშნული.
დოჰას ტურნირის საპრიზო ფონდი 1 176 595 დოლარია და ნიკოლოზ ბასილაშვილი მოქმედი გამარჯვებულია.