ბათუმში, ნარკოლოგიური ცენტრის ეზოში მომხდარ სროლის საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საუბარია ორი დღის წინ სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თვითდაზიანება მიიყენა.
დაჭრილი კაცი საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას აგრძელებს. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.