პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელები აირჩია.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კარლო კაციტაძე, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ლელა ჯანაშვილი უხელმძღვანელებს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურები, ჩამოყალიბდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე, რომელიც 1 მარტიდან გაუქმდება.
ლელა ჯანაშვილი და კარლო კაციტაძე ახალი სამსახურების ხელმძღვანელის პოსტებზე 6 წლის ვადით არიან არჩეული.