სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი

15 თებერვალი 2022, 17:58 1322 ნახვა
00:00
00:00

დღეს პარლამენტმა სამ მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუმცა კენჭისყრა ჯერ არ დაწყებულა. უკვე 6 საათია, რაც პლენარულ სხდომაზე კანონმდებლები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ სხვადასხვა საკითხზე. პირველი საკითხი, რომელზეც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ,  ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტაა. დღეს უნდა გადაწყდეს შემცირდება თუ არა დეპუტატთა რაოდენობა საკანონმდებლო ორგანოში. უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ კანონმდებლებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეჩერებას მხარს დაუჭერს. ოპოზიციური სპექტრი კი წინააღმდეგია, ისინი პროცესს პოლიტიკურ დევნად აფასებენ.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი