უკვე 5 საათია პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატებს უსმენენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კითხვებს ემზარ გაგნიძესა და კარლო კაციტაძეს უსვამენ.
ხელისუფლების ოპონენტები კანდიდატების მხარდაჭერას არ აპირებენ, მიზეზად კანდიდატების შერჩევის პროცესის გაუმჭირვალობას ასახელებენ და პროცესს უნდობლობას უცხადებენ.
ბრალდების საპასუხოდ „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ შერჩევის პროცესში მონაწილეებს, მათ შორის არც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის ოფისს კითხვის ნიშანი არ გასჩენია პროცესის გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით. კანდიდატებმა უკვე ისაუბრეს საკუთარ ხედვებზე.