''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა ბათუმის მერიაში განცხადება გააკეთეს და ბათუმის მერს ქალაქში არსებული პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, არჩილ ჩიქოვანი მათ არ ხვდება, ამიტომ მერთან რამდენიმე კითხვა წერილობით გააგზავნეს, რაზეც პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მოსახლეობის პრობლემების შესახებ მერს თავად გააგებინებენ ტელევიზიების საშუალებით.
ოპოზიციის განცხადებებს ბათუმის მერი გამოეხმაურა. არჩილ ჩიქოვანის თქმით, ნაციონალური მოძრაობა დესტრუქციულად იქცევა, რაც მერიის საქმიანობის ხელს უშლის.